ვერიკო ტურაშვილი: „ჩემი შვილის მამასთან ურთიერთობას წერტილი დავუსვი…“

0
2077

ვერიკო ტურაშვილს პირველი ქორწინებიდან 13 წლის ლიზი ჰყავს, მეორე ურთიერთობიდან, რომლისთვისაც ოფიციალური სახე არ მიუცია – 2 წლის ნატაშკა. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, ნატაშკას მამასთან, ლაშა ნაკაიძესთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა.

„ნატაშკას არანაირი ურთიერთობა არ აქვს მამასთან. შვილს არ ნახულობს და შესაბამისად, ნატაშკა მამამისს ვერ ცნობს. თავიდან ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მამა-შვილს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდა. ოთხ თვეში ერთხელ მხოლოდ ფოტოს გადასაღებად რომ არ მოსულიყო, ყველაფერს წერტილი დავუსვი. ლაშა ნატაშკას სანახავად იშვიათად მოდიოდა, ისიც – თავისი ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით“, აღნიშნა ვერიკომ ჟურნალთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ლაშას დედა ნატაშკას სანახავად ხშირად მიდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here