თაკო გაჩეჩილაძე დათო იმედაშვილს დაუპირისპირდა – რატომ დასცინიან მომღერალს (ვიდეო)

0
6624

რეჟისორმა დათო იმედაშვილმა გააზიარა ვიდეო „ევროვიზიის“ კულისებიდან, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს თაკო გაჩეჩილაძე გამოსვლის წინ თავისი გუნდის წევრებთან ერთად. ამ ვიდეომ დღეს სოცქსელი მოიარა, მათ შორის აღმოჩნდა დათო იმედაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეც. რეჟისორმა ასეთი სათაური დააწერა ვიდეოს: „ღმერთი შოკშია“.

მის „ფეისბუქ“-პოსტს თავად ვიდეოს მთავარი გმირი, თამარა გაჩეჩილაძე გამოეხმაურა. გთავაზობთ მიწერ-მოწერას, რომელიც თაკოსა და დათოს შორის გაიმართა.

თამარა გაჩეჩილაძე:

„ყველა მაგრად მეცოდებით, რომ ლოცვაზე ღადაობთ!.. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. დავით, შენზე უბრალოდ, კომენტარს არ გავაკეთებ! ღმერთი ნამდვილად შოკშია შენ გამო, დარწმუნებული ვარ)))“

დათო იმედაშვილი:

იუმორი სად წავიდა, სად? რა წერია ჩემს პოსტში ცუდი?

თამარა გაჩეჩილაძე:

მამაო ჩვენო იუმორი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან და ძალიან კარგად ხვდები ყველაფერს.

დათო იმედაშვილი:

ხო, ღმერთი რომ იუმორის გარეშე გგონიათ, მაგაშია საქმე…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here