ნუცა ბუზალაძემ თურქული “ვოისი“ დაიპყრო

0
33

უკვე რამდენიმე თვეა რაც ნუცა ბუზალაძის სახელი თურქულ “ვოისს“ დაუკავშირდა, მომღერალი ოქტომბერში პროექტში ჩაერთო და მას შემდეგ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მეზობელი ქვეყნის მელომანებში.

სამი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გასულ უიქენდზე ნუცა კიდევ ერთხელ წარსდგა “ვოისის“ მაყურებლის წინაშე. რინგზე ბუზალაძესთან ერთად, ჰადისეს გუნდის კიდევ ორი წევრი იდგა, რომლებმაც ჯენიფერ ლოპესისა და პიტბულის ერთობლივი ნამუშევარი “On The Floor” შეასრულეს. თუმცა მწვრთნელმა არჩევანი სწორედ ნუცაზე შეაჩერა.

ქართველი მონაწილის გამოსვლას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მოგვიანებით ნუცამ ფეისბუქის საშუალებით გადაუხადა მადლობა თავის გულშემატკივრებს.

“მადლობა ყველას! ❤ მიხარია რომ მოგეწონათ, ჯერ ყველაფერი წინაა! მაგრამ აი მურატის ფანები მგონი ხვალ სადმე დამხვდებიან და ყველაფერზე პასუხს მაგებინებენ. ვაიი…. ინსტაგრამი ამიფეთქეს“ – წერს ბუზალაძე ბეისბუქის გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here