“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი თინი გალდავა გათხოვდა (ფოტოები)

0
252

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი თინი გალდავა დაქორწინდა. მისი რჩეული კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ნიკა ჩხაიძეა, რომელიც სერიალ “ტიფლისში” მონაწილეობს. საქორწინო ცერემონია სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.

წყვილმა ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. თინი და ნიკა ჯგუფელები იყვნენ, თეატრალური ინივერსიტეტიც ერთად დაამთავრეს. თინი “ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვდა, ნიკა კი – სერიალ “შუა ქალაქში”.

ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ამბავი ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. თინი არასოდეს საუბრობდა ნიკაზე და ასევე ნიკაც საიდუმლოდ ინახავდა სიყვარულის ამბავს. დღეს კი მათ ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა.

Music Box ულოცავს თინის და ნიკას გაბედნიერებას და გთვაზობთ ექსკლუზიურ კადრებს ქორწილიდან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here