ნინა დობრევი საბავშვო ევროვიზია 2015-ის წამყვანი იქნება?!

0
244

წელს საბავშვო ევროვიზიას, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ცოტაა კონკურსი, რომელსაც წინ არ უძღვის “ცხელ-ცხელი” ჭორები. თუმცა წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალი ამ მხრივ გამონაკლისია. ბულგარულმა ვებ-გვერდმა PRESA.BG გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰოლივუდელი “ვამპირი”, ნინა დობრევი ორგანიზატორებისთვის სასურველი არჩევანია 2015 წლის საბავშვო ევროფესტივალის წამყვანობისთვის.

ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იმასაც დასძენს, რომ წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალის წამყვანი, მშვენიერი, შავგვრემანი ქალბატონი მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. ასევე ისიც უნდა აღინიშოს, რომ ნინა რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთში იმყოფებოდა, რაც კიდევ უფრო ეჭვს ბადებს. გამართლდება თუ არა ეს ჭორი და იქნება თუ არა წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის წამყვანი ნინა დობრევი, სულ მალე გავიგებთ.

შეგახსენებთ რომ ნინა დობრევი ბულგარელი მსახიობი და მოდელია, რომელმაც სახელი ”ვამპირის დღიურებით” გაითქვა.

2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კვარტეტი წარადგენს: ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის პრემიერა კი სექტემბერში შედგება