“ვოისის” ახალი სეზონის წამყვანები დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი იქნებიან

0
365

“The Voice Of Georgia”-ს წამყვანების ვინაობა ცნობილია – რამდენიმე წუთის წინ პროექტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მათი ფოტოები გამოქვეყნდა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ “ვოისის” ახალ სეზონს დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი გაუძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი მეოთხე მწვრთნელის ვინაობა. ეს უკანასკნელი ქეთა თოფურია გახლავთ. მომღერლის გვერდით კი ანრი ჯოხაძე, ნუცა შანშიაშვილი და ნოდიკო ტატიშვილი ისხდებიან.

“The Voice Of Georgia”-ს ახალი სეზონი ტელეკომპანია იმედის ეთერში ოქტომბრიდან აიღებს სტარტს…