სემ სმიტის ახალი სინგლი, რომელიც ჯეიმს ბონდისთვის შეიქმნა 25 სექტემბერს გამოვა

0
16

23 წლის სემ სმიტის თავს ბოლო პერიოდია ყველაფერი საუკეთესო ხდება – სულ 21 წლის იყო, როდესაც მისი სახელი მთელმა მსოფლიომ შეიტყო, მას მერე, მის ალბომს რამდენჯერმე მიენიჭა პლატინის წოდება, მისი დისკები და სინგლები კი მილიონობით ეგზემპლარად იყიდება. მოკლედ, სემ სმიტი ბრიტანეთის ახალგაზრდა და ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია. როგორც ცნობილი გახდა, სწორედ სემს მიენიჭა კიდევ ერთი დიდი პატივი – ახალგაზრდა მუსიკოსი ჯეიმს ბონდის რიგით 24-ე სერიის საუნდტრეკის ავტორია. შეგახსნებთ, რომ 23-ე სერიაზე ადელმა იმუშავა.

ფილმი სახელად “სპექტრი“ შემოდგომაზე გამოვა. რაც შეეხება სიმღერას, ის “Capitol Records“-ის ლეიბლზე გამოვა და მისი პრემიერა სულ რამდენიმე დღეში, 25 სექტემბერს შედგება, ნამუშევრის სახელოწდება “Writing’s On The Wall” იქნება. სემი გახდება პირველი ბრიტანელი მუსიკოსი მამაკაცი 1965 წლიდან, რომელიც ბონდიანას მთავარ მუსკალურ თემას ჩაწერს.

ნამუშევარზე სემთან ერთად ჯიმი ნეიფსმა იმუშავა. სურათის პრდიუსერები, მაიკლ ჯი ვილსონი და ბარბარა ბროკოლი აცხადებენ, რომ ესაა ყველაზე ემოციური სიმღერა, რომელიც კი ოდესმე ბონდიანასთვის შექმნილა. მას აუცილებლად აღიარებენ ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრად ამტკიცებენ პროდიუსერები. თავად სემი კი ემოციებს ვერ მალავას – “როგორც იქნა შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ბონდის მორიგი სერიის საუნდტრეკს სწორედ მე ვქმნი. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. აცხადებს მუსიკოსი, რომლის მორიგი ნამუშევრის მოსმენასაც 25 სექტემბერს შეძლებთ.