“მის საქართველოს 2015”-ის კონკურსანტთა შერჩევა გრძელდება. წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 18-დან 25 წლამდე გოგონები გაუწევენ კონკურენციას. გამარჯვებულს კი მის საქართველოს გვრგვინთან ერთად ამჯერადაც საკმაოდ მიმზიდველი პრიზი – “მინი კუპერ კუპე” გადაეცემა.
სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 18 სექტემბრამდე, ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაგრძელდება. 19 სექტემბერს კი ნაციონალური კასტინგი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ “მის საქართველო 2015”-ის ტიტულის მფლობელი მის მსოფლიოზე, მის სამყაროზე და მის ინტერკონტინენტალზე გაემგზავრება და ქვეყნის სახელით შეეცდება გამარჯვების მოპოვებას…