ვინ არის ტიმატის ახალი, ხანშიშესული სიყვარული?!

0
102

რეპერი ტიმატის გვერდით ყოფნაზე რუსი ახალგაზრდა ქალბატონების დიდი პროცენტი ოცნებობს. თუმცა. რეპერს ძალიან პრეტენზიული გემოვნება აქვს, ყოველ შემთხვევაში აქამდე ნამდვილად ჰქონდა. მის გვერდით გრძელფეხება ლამაზმანების მეტი არავის, არასდროს, არავინ უნახავს – თუნდაც, ალიონა შიშკოვა აიღეთ, მუსიკოსის ერთადერთი ქალიშვილის, ალისას დედა. ულამაზესი გოგონა ტიმატის გვერდით კარგა ხანს გაჩერდა, თუმცა, მათი რომანი დასრულდა და რეპერიც მორიგი მსხვერპლის ძიებას შეუდგა. როგორც აღმოჩნდა იპოვა კიდეც, თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინაა ამ ურთიერთობაში მსხვერპლი – ტიმატი, თუ მისი რჩეული.

უკვე რამდენიმე დღეა რეპერის ინსტაგრამი უცნაურმა ფოტოებმა და ვიდეოებმა აიკლო – სურათებში გრძელთმიანი, არც თუ ახალგაზრდა ქალია გამოსახული, მას იდელაურ პარამეტრებამდე ნამდვილად ბევრი უკლია, თუმცა, იუმორს ვერ დავუწუნებთ. თავიდან ბევრმა იფიქრა, რომ ტიმას სოციალური ქსელი გაუტეხეს და ვიდეოებსაც თვითნებურად ტვირთავდნენ, თუმცა, მოგვიანებჲთ ჩანაწერში თავად შემსრულებელიც გამოჩნდა და ამას გარდა, ეს მაიმუნობა იმდენი ხანია გრძელდება, ზოგს ეჭვი შეეპარა, ტიმატი ამ ქალბატონის პროდიუსერობას ხომ არ აპირებს და მაქსიმალურად ცდილობს ინტერნეტსამყაროში სახელი მოუხვეჭოს.

“იმიტომ მიყვარს, რომ ნამდვილია“ – წააწერა ერთ-ერთ ფოტოს რეპერმა. მოგვიანებით კიდევ ერთი კლიპი ატვირთა კომენტარით – “ჩემმა სიყვარულმა დილიდანვე ვიდეო გადაიღო და გამომიგზავნა, რომ არ მოვიწყინო“ – ამბობს რუსული ესტრადის ვარსკლავი. “ჩემი ქალი მოწყენის საშუალებას არ მაძლევს“ – აცხადებს რეპერი და მედიასა, თუ ფანებს დიდი კითხვის ნიშანს უტოვებს – მაინც ვინაა ეს ქალბატონი? ტიმატის ჭეშმარიტი სიყვარული, თუ უბრალოდ, ვარსკვლავის მორიგი ხუმრობა.

ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ…