რატომ დატოვა “იმედი” სოსო კაციტაძემ და რომელ არხზე გადავიდა ტელეწამყვანი?!

0
108

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემის წამყვანმა სოსო კაციტაძემ არხი დატოვა. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა გადაწყვეტილების მიზეზი ხელფასების შემცირება გახდა.

“მივიღე შემოთავაზება სხვა არხისგან, ისევ დილის გადაცემის წამყვანობაზე. ეს არის ბევრად უკეთესი იმაზე, რასაც “იმედი“ მთავაზობდა.” – განაცხადა კაციტაძემ რადიო ფორტუნასთან ინტერვიუში და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტელეწამყვანი რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემას გაუძღვება.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება სოსოს თანაწამყვანი და რას შესთავაზებს დილის გადაცემა მაყურებელს, თუმცა გეტყვით, რომ განახლებული გადაცემებით არხი ეთერში ოქტომბრიდან გავა…