მეგან ფოქსის ქმარი ექს მეუღლისგან ალიმენტებს ითხოვს

0
85

მეგან ფოქსის ქმარი ექს მეუღლისგან ალიმენტებს ითხოვს. ბრაიან ოსტინ გრინმა სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომლის მიხედვითაც ფინანსურ უზრუნველყოფას ყოფილი ცოლისგან ითხოვს. ამის მიზეზი კი გრინის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საქმე იმაშია, რომ ჰოლივუიდურმა წყვილმა განქორწინებაზე განაცხადი ჯერ კიდევ ამაწლის აგვისტოში გააკეთა, თუმცა ცოლ-ქმარი ოფიციალურად არ გაყრილა. ისინი ჯერ კიდევ ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობენ და ბავშვების ერთობლივი ძალებით აღზრდას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ კი ბრაიანმა სასამართლოში განაცხადი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბავშვებზე ერთობლივ მეურვეობას და მეგანისგან ალიმენტების გადახდას ითხოვს.

მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს მსახიობების მანქანას მთვრალი მძღოლი შეეჯახა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ავტოავარიის მონაწილეებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მეგან ფოქსის მეუღლეს თავის ძლიერი ტკივილები და თავბრუს ხვევები დაეწყო. დროთა განმავლობაში კი ამ ყველაფერმა მის შრომითუნარიანობაზეც იმოქმედა. ამავდროულად მეგან ფოქსი მრავალმილიონიან პროექტებზე მუშაობას განაგრძობს და ჯერ კიდევ უცნობია, რატომ გადაწყვიტა გრინმა მისთვის სასამართლოში ჩივილი. არც ისაა გამორიცხული, რომ წყვილმა სასამართლოს ჩარევა თავიდან აიცილოს და ყველაფერი თავად მოაგვარონ.

სხვათაშორის მეუღლების განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მეგანის უორკოჰოლიზმია. ის გადასაღებ მოედანზე ძალიან დიდ დროს ატარებს, ქმარს კი სურდა, რომ ცოლი სახლში უფრო ხშირად, ბავშვებთან ერთად ენახა.