Playboy-ის მოდელს ორგიაში მონაწილეობისთვის 3 მილიონ დოლარს სთავაზობენ

0
26

Playboy-ის მოდელს ორგიაში მონაწილეობისთვის 3 მილიონ დოლარს სთავაზობენ. ცნობილი მოდელი – ჰოლი მედისონი გამოტყდა, რომ ეროტიკული ჟურნალის დამფუძნებლისგან – ჰიუ ჰეფნერისგან შემოთავაზება პერსონალურად მიიღო. მოდელი ამბობს, რომ მას ემუქრებოდნენ. ეს პირველი შემთხევა არაა, როდესაც ჰოლი ჰიუ ჰეფნერის ცნობილ სასახლეში მიმდინარე ამბებზე ღიად ჰყვება. ამჯერად ქერა ლამაზმანი ამბობს, რომ Playboy-დან წამოსვლა მტკიცედ გადაწყვიტა და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მისივე განცხადებით ამის მიზეზი სწორედ ზემოთხსენებული ფაქტი გახდა. “მათ ჩემი სამ მილიონ დოლარად ყიდვა და მონად ქცევა უნდოდათ“ – გამოტყდა ჰოლი.

შეგახსენებთ, რომ ჰილის შესახებ საუბარი გასულ წელს მას მერე დაიწყეს, რაც ფოტო მოდელმა ბიოგრაფიული ჟანრის წიგნი – “Down the Rabbit Hole” გამოუშვა, რომელშიც გულახდილად მოყვა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდილეში ჰიუ ჰეფნერის გლამურული სასახლის კედლებს მიღმა.

მედისონმა აღიარა, რომ თავად გლამურული ცხოვრების სტილით და ულევი შამპანურით მოიხიბლა, მაგრამ შიგნით ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა. ჰოლი ამბობს, რომ ჰეფნერის სასახლეიში ცოტა ხნით აპირებდა დარჩენას. ახალგაზრდა ქალს ფულის დაგროვება და სახელის მოხვეჭა სურდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მას ყველა Playboy-სთან აიგივებს და სხვაგან მისთვის გზები უკვე ჩაკეტილია.