ბრედლი კუპერი შეფ მზარეული გახდა

0
56

ოსკარზე სამგზის ნომინირებულ ბრედლი კუპერს, ცხოვრებაში უკვე ბევრი აქვს მოსწრებული. მსახიობმა “The A-Team”-ში მსოფლიოც გადაარჩინა, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანის როლი “Limitless”-ში მოირგო, აი “Hangover”-ში კი რამდენიმეჯერ უგონოდ გამოთრობა მოასწრო. მის მიერ განსახიერებული როლები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება და ალბათ ამიტომაცაა, რომ 40 წლის ამერიკელ მსახიობზე მოთხოვნა არც რეჟისორების და არც მანდილოსნების მხრიდან არ წყდება. მსაიხობი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ კინო კარიერამდე შეფ მზარეულობა უნდოდა, ჰოდა ამ ოცნებას არტისტი ძალიან მალე, ჯონ უელშის კომედიურ დრამაში, “Burnt” აიხდენს, სადაც კუპერი ახალგაზრდა შეფის – ადამ ჯონსის როლს ირგებს.

ახალი ნამუშევარი ცნობილი შეფ მზარეულის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც თავისი ბრწყინვალე კარიერა ნარკოტიკებისა და ქალების გამო დაანგრია. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ის ლონდონში ბრუნდება და ყველაფრის თავიდან დაწყებას ცდილობს. უკვე შთამბეჭდავია ფილმის ქასთი. ამ უკანასკნელში კუპერთან ერთად ლილი ჯეიმსი, ალიშა ვიკანდერი, უმა თურმანი, სიენა მილერი, ემა ტომფსონი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ.

ახალი ფილმის თრეილერში ბრედლის გმირის პირადი ცხოვრების ფრაგმენტებიცაა მოყვანილი, თუმცა არც თავად მსახიობის პირადი ცხოვრებაა უინტერესო. ბოლო დროს სრულიად ყვითელი მედია ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის რომანზე საუბრობს. სუპერ მოდელი და მსახიობი ერთმანეთს ხვდებიან და ამბობენ, რომ მალე დაოჯახებასაც გეგმავენ. ძალიანაც კარგი, მაგრამ ერთი კითხა ღიად რჩება, ოჯახის შექმნის შემთხვევაში, სამზარეულოში შეფ მზარეულის როლს რომელი მათგანი მოირგებს?