მაია სტეფნაძე: შიშში ცხოვრება ხანგძლივად სტალინსაც კი არ გამოუვიდა და თქვენ, მასთან შედარებით ჭია-ღუები ხართ”

0
84

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას პროდიუსერი მაია სტეფნაძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და ფეისბუქზე წერს:

“და რას მიაღწიეთ ამით? ადამიანი ამხილეთ? რატომ? ასე გეშინიათ მისი? რაღაც არ მგონია. აბა მაშინ რატომ? ჩვენ შეგვაშინეთ, მთელი საზოგადოება? რომ თუ ჭკუით არ ვიქნებით, თუ თავს წამოვწევთ, ყველას ასე გაგვაბითურებთ? კომპრომატები ხომ ნებისმიერზე შეიძლება მოიძიოთ, თუნდაც სიმთვრალეში გინება ან ელემენტარულად ფარული კამერით გადაღებული კადრები, როგორ გამოდიხარ სასტუმროს აბაზანიდან შიშველი? ყველას ვერ შეაშინებთ ბატონებო, თუნდაც იმიტომ რომ შიშში ცხოვრება ხანგძლივად სტალინსაც კი არ გამოუვიდა და თქვენ, მასთან შედარებით ჭია-ღუები ხართ” – წერს “სხვა რაკურსის” პროდიუსერი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here