ეკა მიშველაძე: “საზიზღრობა გქვიათ თქვენ! ქუჩაში უნდა გავიდეთ!”

0
195

დღეს უცნობმა პირებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელეს და ახალი ვიდეოები დაანონსეს, რასაც ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

“რითი განსხვავდებიან ტერორისტებისგან?! ჩვეულებრივ ტერორში გვაცხოვრებენ! ყოველდღე შიშში თანაც… საზიზღრობა გქვიათ თქვენ! ქუჩაში უნდა გავიდეთ! ყველამ უნდა აჩვენოს ნება ამ უკუღმართტვინიანებს!!!” – წერს ჟურნალისტი ფეისბუქის გვერდზე. მოგვიანებით კი მიშველაძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

“ასე ყოველდღე თითო ვიდეო და სხვაზე აღარაფერზე ვიფიქრებთ და ვიდარდებთ! ყველა თემას ფარავს: აღარც ბუკას მკვლელობის მცდელობის გამოძიება, აღარც უნივერსიტეტი, აღარც სოციალური პრობლემები! ვიყოთ ასე და ვიჭუჭრუტანაოთ! დაუცველები, გაველურებულები, დეგრადირებულები…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here