გიორგი მარგველაშვილი: სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო

0
19

გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გასაჯაროებით ემუქრებიან, დაცვას პირდება.

“ჩემო თანამოქალაქეებო, მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ცდილობენ. ამის საბუთად, დღეს შემიძლია საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო, მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალშიც. იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო შავ-ბნელ სტიგმას,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აუცილებლად იპოვიან ყველა იმ ადამიანს, ვისაც კადრების მოპოვებასა და გავრცელებაში მიუძღვის წვლილი, ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ღიად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

“დილიდან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ძალოვან უწყებებთან. მთელი სახელმწიფო სისტემა მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს.

აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ რომ ბრძოლა იქნება მოგებული და ნაძირლები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დაშანტაჟებას, დაისჯებიან,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Margvelashvili/videos/549279711906973/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here