კიმ კარდაშიანმა რომის პაპს შეურაცხყოფა მიაყენა

0
24

“The pope is dope” – ამ სიტყვების დამსახურებით კიმ კარდაშაინი საეთაშორისო რელიგიურ სკანდალში გაეხვა, არადა რეალითი შოუს ვარსკვლავს რომის პაპის მიმართ კომპლიმენტის მეტი არაფერი ეთქმოდა, თუმცა, რელიგიურმა ადამიანებმა კარდაშიანის საქციელი უზრდელობად და უნიჭობად შეაფასეს.

საქმე იმაშია, რომ კარდაშიანთა ოჯახის სქელტუჩება წარმომადგენელი აღფრთოვანდა, როდესაც პაპმა ერთ-ერთ გამოსვლაში ამერიკა დალოცა, სწორედ მის სიტყვებს გამოეხმაურა ტვიტერის საშუალებით. დოუფს ძირითადად ორი მნიშვნელობით იყენებენ – სიტყვა ნარკოტიკსა და ჟარგონულ ენაზე “ძალიან მაგარს“ აღნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა კარდაშაინმა, ნებისმიერ შემთხვევაში მისი პოსტი დიდი განხილვის საგანი გახდა.

კიმის სიტყვებს პირველ რიგში რომის პაპის, ფრანცისკის სამშობლოში, არგენტინაში გამოხმაურნენ. კარდაშიანის სიტყვები მოგვიანებით ხელზე მთელი მსოფლიოს ყვითელმა პრესამ დაიხვია. კარდაშიანს შეცოდება არც დელიკატური მდგომარეობის გამო შეუნდეს და ორსული კიმი მიწასთან გაასწორეს – თუკი მისი ფოლოუერების ნაწილი ვარსკვლავის პოსტს უბრალოდ უადგილოდ მიიჩნევს, მეორე ნაწილი ბევრად რადიკალურადაა განწყობილი და კიმის მიმართ წარმოთქმულ ეპითეტთა შორის “სულელი“ ყველაზე მსუბუქად ჟღერს.