ქეითი ჰოლმსი ტომ კრუზს ყოველთვიურად 400 000 დოლარის გადახდას აიძულებს

0
110

ქეიტი ჰოლმსი შვილის კეთილდღეობაზე დარდობს – მისი გოგონა უკვე პატარა ბავშვი აღარ არის, სულ მალე ათი წლის გახდება, ჰოლმსმაც დაასკვნა, რომ ყოველწლიურად ექსმეუღლისგან, ტომ კრუზისგან ალიმენტის სახით მიღებული 400 000 დოლარი აღარაფერში ეყოფა – “სურისთვის უკვე ავიაბილეთების შეძენაც აუციელებლია, ასანაზღაურებელია მისი ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები. ქეითის არ სურს, რომ მის შვილს რაიმე მოაკლდეს“ – ამბობს ჟურნალ Life & Style-თან ინტერვიუში ჰოლმსთან დაახლოებული ადამიანი.

მისივე მტკიცებით, მეუღლესთან განშორება ქეითისთვის ძალიან კარგი სტარტი აღმოჩნდა – მსახიობი დარმწუნებულია, რომ მას უკვე ვეღარაფერი დაამარცხებს, აპირებს კრუზისგან ალიმენტის გაზრდა მოითხოვოს და ეჭვიც არ ეპარება, რომ მიზანს მიაღწევს – წერს ყვითელი გამოცემა.

ქეითი ჰოლმსისა და ტომ კრუზის ოჯახური ცხოვრება 2012 წელს ოფიციალურად დასრულდა, წყვილის ერთადერთი ქალიშვილი, სური ქვეყანას 2006 წელს მოევლინა. სწორედ ქალიშვილი გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა და მისმა ულამაზესმა მეუღლემ ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს – ტომს ქალიშვილისათვის დიდი საიენტოლოგიური გეგმები ჰქონდა გამზადებული, ქეითის კი არ სურდა, მისი გოგონა რელიგიური მოძღვრების წესების მიხედვით გაზრდილიყო, მით უმეტეს, რომ კრუზი აპირებდა ქალიშვილი პანსიონში გაეგზავნა, რომლის კანონების მიხედვითაც, მშობლები ბავშვს 6 თვეში ერთხელ ნახავდნენ.

მოკლედ, განქორწინება დროში გაიწელა, თუმცა, საბოლოოდ ქეითის სასარგებლოდ დასრულდა, ის შვილის ძირითადი მეურვეა და როგორც ყვითელ მედია ამტკიცებს, ტომს ამ ეტაპზე შვილის ნახვის და მასთან დიდიდ დროის გატარების მწველი სურვილი აშკარად არ აწუხებს – მსახიობი შვილს ბოლო პერიოდში ტელეფონითაც კი აღარ ეკონტაქტება. ქეითი ჰომლსი კი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას მოითხოვს – სურს წელიწადში 400 000 დოლარიანი ალიმენტი საგრძნობლად გაიზარდოს – სური უკვე მოზარდია, მრავალი საჭიროება აქვს, ასე რომ, სუპერსტარი მამიკო ვალდებულია ქალიშვილის მოთხოვნილებები ფინანსურსად სრულად დააკმაყოფილოს.