თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ატლანტას შტატში, საკუთარ სახლში დაბრუნებულმა ნიკ გორდონმა აბაზანაში უგონოდ მყოფი ბობი კრისტინა ბრაუნი აღმოაჩინა. გოგონა ამ წუთიდან მოყოლებული აპარატზე იყო შეერთებული, მისი მდგოამრეობიდან გამოყვანის ყველა მცდელობა სრული კრახით დასრულდა, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ივნისში დასრულდა, სამწუხარო ამბავი უიტნი ჰიუსტონის ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
გოგონას ჯანრმთელობის მდგოამრეობის გარშემო მოკვლევა იმ დროიდან დაიწყო, რაც ბობი კრისტინა საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის უკვე რამდენიმე დასკვნა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ტვინის შეშუპება თავის ტრავმამ გამოიწვია – თავის ტრავმა კი სავარაუდოდ ავარიის ბრალია, რომელშიც გოგონა გონების დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე მოხვდა. კვლევა-ძიების პროცესში მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინა ბობი კრისტინას ოჯახურ ცხოვრებასაც – თუკი ძალიან ბევრი ეჭვობდა, რომ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, მოკვლევამ ცხადყო, რომ მის სხეულზე ცემის ნიშნები არ აღინიშნებოდა.
ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონისა და რეპერის, ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, სასამართლომ კი მიზეზების კვლევა სექტემბრის ბოლოს დაასრულა. სამწუხაროდ, მათ მიერ გამოტანილი დასკვნა გასაიდუმლოებულია – ქალაქ როზუელის პროკურორმა და სასამართლომ გოგონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები დაინტერესებული პირებისთვის ხელმიუწვდომელი გახადა. ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც ბობი კრისტინას ოჯახის წევრები.