მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდის ჩვენება გაიმართა, რომელმაც უცხოური პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. 25 წლის ქართველმა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ, ბრენდი სახელწოდებით „Situationist“ 2015 წელს დააფუძნა დავით გიორგაძესთან ერთად. მას შემდეგ მისმა ბრენდმა სახელიც მოიხვეჭა, როგორც ერთ-ერთი უცხოური საიტი წერს, ჯერჯერობით დემნა გვასალიას მიერ დაპყრობილ მწვერვალამდე შორსაა, თუმცა ირაკლი რუსაძის ნამუშევრების თაყვანისმცემლებს შორისაა ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი, რომელიც საზოგადოებაში სწორედ „Situationist“-ის რამდენიმე „ლუქით“ წარდგა.
მილანის მოდის კვირეულზე ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილი საშემოდგომო კოლექციის ჩვენება გაიმართა. ახალი კოლექციის ძირითადი ფერებია შავი, ნაცრისფერი და წითელი. დიზაინერი ფართომხრიან, დიდი ზომის პიჯაკებს ასე ხსნის – „ჩემი სამოსი მიჰყვება არა სხეულის ფორმებს, არამედ იმ ადამიანების ფორმებს, რომელთა წარმოჩენაც მსურს“. ფოტოები