ექიმი, რომელიც ემბრიონებს ხატავს

დღეს გაგაცნობთ ექიმ ემბრიოლოგს იაკო მესტვირიშვილს, რომელიც ემბრიონებს ხატავს.. სრულიად შემთხვევით ვნახე მისი ნამუშევარი, მოვიხიბლე მისი ნახატებით და თავად ვეწვიე გალერეაში .

-როგორია თქვენი ჩვეულებრივი ერთი დღე?

-ჩემი ჩვეულებრივი დღე ჩვეულებისამებრ არც ისე ჩვეულებრივია ალბათ..დილა ხშირად მუსიკით იწყება..მუსიკა ჩემთვის განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა. შემდეგ ჩემი ყოველდღიური თავგადასავალი ლაბირატორიაში სადაც ყოველი დღე რაღაც ახალს მასწავლის..მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ყოველდღე მაქვს შესაძლებლობა, სიცოცხლის დასაწყისის საოცრებას ვაკვირდებოდე.
სამუშაოს მიღმა ჩემი სამყაროც მაქვს ..ალბათ როგირც ყველას..შვილები, მეგობრები,ხან სიცილი,კარგი დღეები..ხან არცისე კარგი..მიყვარს ბუნება, მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და ზოგჯერ უბრალოდ ყველაფრისგან გათიშვა, მუსიკის მოსმენა და საკუთარ ფიქრებთან დარჩენა.
ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო მხარე სწორედ ეს კონტრასტია ერთი მხრივ, ძალიან ზუსტი და პასუხისმგებლობით სავსე პროფესია, სადაც თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს, მეორე მხრივ კი ემოციური, თავისუფალი და ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელსაც უყვარს მუსიკა, ბუნება, ადამიანები და ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებით.
ჩემთვის ბედნიერება მხოლოდ დიდ მოვლენებში არ არის. ის შეიძლება იყოს საყვარელ სიმღერაში, შვილებთან გატარებულ საღამოში, მეგობრებთან სიცილში, ბუნებაში სეირნობაში ან ლაბორატორიაში დანახულ პატარა საოცრებაში. -რა ფერი აქვს ემბრიონს?-სამედიცინო თვალსაზრისით ემბრიონს საკუთარი ბუნებრივი ფერი არ აქვს იმ გაგებით, როგორც ჩვენ ფერებს აღვიქვამთ მიკროსკოპში მის გამჭვირვალე სტრუქტურებს, უჯრედებსა და განვითარების თავისებურებებს ვხედავთ. თუმცა..ჩემთვის თითოეულ ემბრიონს თითქოს თავისი ხასიათი აქვს ..განსხვავებული ფორმა, სტრუქტურა და თავისებურება.სწორედ ამიტომ როდესაც ვხატავ,რასაკვირველია მხოლოდ იმას არვხატავ, რასაც მიკროსკოპში ვხედავ. ვცდილობ,წარმოვიდგინო მისი ხასიათი და მასისფერი მივცე რაც მიუხდება ან თუნდაც რომ ჰქომდეს..მჯერა, რომ ფერი ხშირად ჩვენი აღქმის ნაწილია. როგორც ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს, ემბრიონსაც შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ფერი, ემოცია და მნიშვნელობა შესძინოს.

რა განცდა როცა ახალი სიცოცხლე ჩნდება?

ეს არის განცდა, რომელსაც, ალბათ, ბოლომდე ვერასდროს შეეჩვევი…იმის და მიუხედავად,რომ ეს ჩემი პროფესიაა და ემბრიონებთან ყოველდღიური შეხება მაქვს თითოეული მათგანი ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია..საოცარია იმის გააზრება, რომ ამპატარა სამყაროში განვითარების უდიდესი პოტენციალია..ამ დროს ერთდროულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას..აღფრთოვანებას და დიდ პატივისცემას სიცოცხლის მიმართ
-თქვენი აზრით, რა არის ემბრიოლოგიის მთავარი ღირებულება თანამედროვე მედიცინაში და რა პასუხისმგებლობა აკისრია ამ მეცნიერებას ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით?

-ჩემი აზრით, ემბრიოლოგიის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის აერთიანებს ფუნდამენტურ მეცნიერებასა და კლინიკურ პრაქტიკას. მისი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გავიგოთ ადამიანის ადრეული განვითარების მექანიზმები და გავაუმჯობესოთ უნაყოფობის მკურნალობის მიდგომები. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, ეთიკურ პრინციპებსა და პაციენტის ინტერესების დაცვას.

-ახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას რომელს აირჩევდით?

-სიმართლე გითხრათ, მედიცინაზე არასდროს მიფიქრია, ყოველ შემთხვევაში არმახსოვს რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება ყოფილიყო. ზოგჯერ მგონია, რომ ამ პროფესიაში ცხოვრებამ თავისით მომიყვანა. დღემდე მახსოვს, როგორ მივდიოდი სამედიცინო უნივერსიტეტიდან სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჩემი მეგობარი სწავლობდა და ლექციების მერე ვხატავდით ყველა ერთად.ხან რუსთაველზე, ლია ხორბალაძის მუსიკალურ სტუდიაში სადაც ვმღეროდით, ვუკრავდით და მუსიკით ვცხოვრობდით. ამიტომ, დღეს რომ თავიდან ვირჩევდე პროფესიას არვიცი, რას ავირჩევდი..შეიძლება ისევ ხელოვნებასთან ან მუსიკასთან აღმოვჩენილიყავი, თუმცა ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და წარმატებულიც ვარ ამ სფეროში.. და ინვიტრო განყოფილების ლაბორატორიას ვხემძღვანელობ,ვხვდები, რომ ეს სამყაროები ერთმანეთისგან არც ისე შორს ყოფილა

-რას ეტყოდით პაციენტებს, ვისთანაც შეხება არ გაქვთ მაგრამ მათი ბედნიერება უშუალოდ თქვენს საქმიანობას უკავშირდება.. სამწუხაროა, რომ უშუალო შეხება არ მაქვს პაციენტებთან,ბევრმა არც კი იცის, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მათი ემბრიონის შექმნის პროცესში მონაწილეობს და ამ დიდი მოლოდინის მნიშვნელოვანი ნაწილია.მინდა, იცოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვიცნობ კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანი და ემოციურია ეს გზა მათთვის ამიტომ ძალას და ენერგიას არ დავიშურებ რომ მათი ოცნება ახდეს.

და ბოლოს, როდის გეგმავთ გამოფენას?

-გამოფენას უახლოეს მომავალში ვგეგმავ..იმედი მაქვს მალე შევძლებ ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას. ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ ემბრიონი, რომელსაც ადამიანის გონებაში წარმოვიდგენთ, შეიძლება სრულიად განსხვავებული ფორმებითა და ფერებით არსებობდეს. სწორედ ამ განსხვავებული ხედვებისა და წარმოსახვის გადმოცემას ვცდილობ ჩემს ნახატებში..ვნახოთ რა გამოვა.

Scroll to Top