ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მესამე შვილი – გაბრიელი მოინათლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნათლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და თან პოსტიც დაურთო…
“დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა… ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს – მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ… გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს… მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ… მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს…”
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუკა თამაზაშვილს მესამე შვილი მიმდინარე წლის 8 აპრილს შეეძინათ…