ქალის სურნელი – დიზაინერების მუზები

0
93

Charlize Theron-ი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი 40 წლის იუბილე აღნიშნა – მაყურებელს კარგად ახსოვს ისეთი გახმაურებული ნამუშევრებიდან, როგორებიცაა “Mad Max” და “Monster”. სამსახიობო საქმიანობის გარდა ვარსკვლავი Dior-ის სახე და საკულტო დიზაინერის, John Galliano-ს მუზა გახლავთ. ცნობილი მოდის სახლისთვის შექმნილი სარეკლამო კამპანიები Charlize Theron-ის მონაწილეობით ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელლია. თუმცა რა თქმა უნდა ის ერთადერთი არ გახლავთ, ვინც დიზაინერების მუზად ითვლება.

Charlize Theron – John Galliano
Charlize Theron - John Galliano
Charlize Theron-ი Dior-ის მოდის სახლში მისი ტალანტის თაყვანისმცემელმა, თანამედროვე მოდის ღმერთმა John Galliano-მ მიიყვანა, რომელმაც მსახიობი სურნელის J’Adore სახედ აქცია. Theron-ი სამოდელო სახლის ერთგული გახდა და ანტისემიტური განცხადებების გამო Galliano-ს სკანდალური განთავისუფლების შემდეგაც კი იგი წითელ ხალიჩებზე მხოლოდ Dior-ით ჩნდება.

Audrey Hepburn – Hubert de Givenchy
Audrey Hepburn - Hubert de Givenchy
Hubert de Givenchy და მოდის აიქონი Audrey Hepburn-ი ერთმანეთს ფილმ “Sabrina”-ს გადაღებებზე შეხვდნენ, რაც მათი ხანგრძლივი და არაჩვეულებრივი მეგობრობის დასაწყისი გახდა. Hepburn-ი Givenchy-ს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ატარებდა და ეკრანზეც. მისი სილამაზით შთაგონებული დიზაინერი მსახიობს აცმევდა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა “Breakfast at Tiffany’s” (საუზმე ტიფანისთან“), “Funny Face” (მხიარული სახე) და სხვა მრავალი…

Catherine Deneuve – Yves Saint Laurent
Catherine Deneuve - Yves Saint Laurent
ეს ალბათ მსახიობისა და დიზაინერის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობაა, დაწყებული Luis Buñuel-ის “Belle de Jour”-დან (შუადღის ლამაზმანი) Yves Saint Laurent ის გარდაცვალებამდე (1998 წელი).

Diane Kruger – Karl Lagerfeld
Diane Kruger - Karl Lagerfeld
Diane Kruger-ის ნახვა მოდის ჩვენებებზე უფრო ხშირად შეგიძლიათ ვიდრე კინოში, მსახიობი ხომ ცნობილია მაღალი მოდისადმი თავისი სიყვარულით. იგი Lagerfeld-ს 16 წლის ასაკში დაუმეგობრდა და მას მერე არამხოლოდ ყველა პრემიერას ესწრება არამედ მის მეზობლადაც ცხოვრობს ლოს ანჯელესის ვილაში…

Julia Roberts – Riccardo Tisci
Julia Roberts - Riccardo Tisci
“არ ვიცი მეორე ასეთი ქალი, რომელიც ერთდროულად იქნება მოწიფული, ლამაზი, ცნობილი და ამავე დროს სრულიად უპრეტენზიო“ – ამბობდა იტალიელი დიზაინერი – Riccardo Tisci საკუთარი მუზის, Julia Roberts-ის შესახებ…

Chloe Sevigny – Opening Ceremony
Chloe Sevigny - Opening Ceremony
“Kids”-ისა და “Dogville”-ის ვარსკვლავის, Chloe Sevigny-ის რომანი მოდის ინდუსტრიასთან უფრო მგზნებარეა ვიდრე მსახიობის კინოკარიერა. მისით შთაგონებულნი იყვნენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა “Miu Miu” და “H&M“, “Louis Vuitton“ და “Chloe“ – ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ახლო ურთიერთობა ნიუ იორკულ მოდის ბრენდ “Opening Ceremony“-სთან აქვს, რომლისთვისაც Sevigny-მ რამდენიმე კოლექციაც შექმნა…

Dita Von Teese – Christian Louboutin
Dita Von Teese - Christian Louboutin
ფოტოზე Louboutin-ის ალისფერ ძირებიან ფეხსაცმელს Scarlett Johansson-ი ირგებს, თუმცა ბრენდის სახე რამდენიმე წლის განმავლობაში არა თავად მსახიობი, არამედ კადრში მყოფი კაბარეს ვარსკვლავი და მერლინ მენსონ Marilyn Manson-ის ყოფილი თანამგზავრი Dita Von Teese იყო.

Tilda Swinton – Haider Ackermann
Tilda Swinton - Haider Ackermann
მას საკუთარ მუზად ბევრი დიზაინერი მოიხსენიებდა. თავად მსახიობი ყველაზე ხშირად დიზაინერ Haider Ackermann-ის კოსტიუმებს ატარებს. Ackermann-იTilda-ს ქცევას ასე პასუხობს: “Tilda მეხმარება ვიფიქრო. ის მაიძულებს საკუთარ საქმეში ბევრად წინ წავიდე“. ასევეა Swinton-ი რეჟისორებთან დამოკიდებულებაშიც – Derek Jarman-იდან Jim Jarmusch-ამდე…