ნინა წკრიალაშვილის ეროტიკული გამოსვლა

0
545

დიდი ხანია ყვითელ გამოცემებს ნინა წკრიალაშვილზე ახალი აღარაფერი დაუწერიათ და თავად მომღერალიც სიახლეებით იშვიათად გვანებივრებს, თუ არ ჩავთვლით მის ახალ ამპლუას – შემსრულებელმა მოდელის იმიჯი მოირგო და ამ ყველაფერში დიზაინერ ზალიკო ბერგერის ხელი ურევია.

სულ ცოტა ხნის წინ ბათუმმა Adjara Fashion Week-ს უმასპინძლა, სადაც ბერგერის ჩვენებაც გაიმართა, აღსანიშნავია, რომ დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია მოდის კვირეულებსაც ჩამოშორდა და ახალი კოლექციების ჩვენებებსაც აღარ სთავაზობს საზოგადოებას. თუმცა ამჯერად გაგვიმართლა და მის ახალ კოლექციას შევავლეთ თვალი. ზალიკო ბერგერის ჩვენების გახსნისა და დახურვის პატივი კი სწორედ ნინა წკრიალაშვილს ხვდა წილად.

მოგვიანებით კი მომღერალმა სოციალლურ ქსელში Adjara Fashion Week-ზე გადაღებული სურათები გამოაქვეყნა. თვალშისაცემია შემსრულებლის თამამი სამოსი, რომელიც დიზაინერ ზალიკო ბერგერს ეკუთვნის, თუმცა თუკი ყურადღებას სამოსსა და ნინას ნახევრად შიშველ სხეულს მოვწყვეტთ შევამჩნევთ, რომ მომღერალს აშკარად ეტყობა ასაკის მატება…