ორშაბათს “ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგი ეპიზოდი გაიმართა – ამჯერად ქართული ტური. ეპიზოდიდან ყველასათვის დასამახსოვრებელი ჯანო იზორიასა და კარინა ლისენკოს ცეკვა “აფხაზური” გახლდათ, რომლითაც ყველა აღფრთოვანდა.
ეპიზოდი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ამ სეზონზე გოჩა ჩერტკოევმა შეფასებისას პირველი 10 ქულა დაწერა. უმაღლესი ქულით შეაფასეს მათი ცეკვა ასევე ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც.
ჯანო იზორიასთვის ეს ცეკვა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, რადგან იგი სწორედ აფხაზეთიდანაა.
[jwplayer mediaid=”14999″]