ანუკი არეშიძემ მოსახლეობას აღდგომის მაგივრად შობა მიულოცა?!

0
54

აღდგომის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში, ანუკი არეშიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “ქრისტე აღსდგა! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ თქვენგანს!” – აღნიშნულ პოსტს საზოგადოება დაბნეული შეხვდა.

თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ანუკი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას აკეთებს, რომ ეს მას არ დაუწერია: “ერთადერთი გვერდი ამ დედამიწის ზურგზე რაც მართლა მეკუთვნის მე არის ეს! რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებ,დანარჩენი არცერთი ფბ გვერდი თავიანთი უამრავი მოწონებით არ არის ჩემი! უამრავი შემთხვევა მაქვს ,როდესაც გასაუბრებაზე დაუბარებიათ ხალხი სამსახურის დაწყებაზე,ან ჩემი სახელით და გვარით ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციებს და მერე ამას იყენებენ ჩემს წინააღმდეგ,ბოლო შემთხვევა რაც იყო აღდგომის დღესასწაულთან ერთად შობის მოლოცვა,ამ ადამიანმა თავადაც მომწერა რომ სიჩქარეში აერია და ძალიან ინერვიულა ამის გამო.ამ დროს ეს არავის არ აინტერესებს ,არც მათ ვინც დანამდვილებით ისიც რომ ეს ანუკის გვერდი არაა და არც მისი დაწერილია,მთავარია შეცდომა ! რომელსაც სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს და ამ დროს უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here