მაიკო კაჭკაჭიშვილი განცხადებას ავრცელებს

0
60

მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც X Factor-ისგან მიღებულ ემოციებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს. როგორც იცით ზემოთხსენებულ პროექტში მისი ვაჟი, დათუნა ლაზარიშვილი მონაწილეობს და მაყურებლის დიდი სიმპათიითაც სარგებლობს…

“განცხადებას ვაკეთებ როგორც მუსიკოსი და არა როგორც მშობელი!!! (რეპეტიციაზე რომ მივიყვანე ბავშვი დაცვამ მითხრა მშობლები გარეთ დაელოდეთო. და ტვინში სისხლი ჩამექცა ვერ აღვიქვი მივუბრუნდი და არ ვარ მე მშობელითქო ძალიან გაბრაზებულმა ვუპასუხე) მე ძალიან მიხარია რომ ყველაზე პატარა დათუნას ღირსეული კონკურენტები ყავს, მაგრამ გავბედავ და გეტყვით რომ, როცა ეს სულელი ბავშვი გამოდის სცენაზე იცვლება ჟღერადობა, ტემბრი (ინდივიდუალური და არა კოპიო) ინტელექტი, გემოვნება, და რაც მთავარია მე ეს არ მეჩვენება როგორც დაბრმავებულ დედას, როგორც არ მეჩვენება და “კრასავჩიკს” არ ვეძახი :))))) მომიტევეთ ამბიციისთვის მაგრამ ვისაც “კარგი ყურები” და გემოვნება გააჩნია სულაც არ ჩათვლის ამას ამბიციად!!!

Ps: ხო და ჩემი აქტიური პოსტები თუ არ მოგწონთ ამ წამსვე წამშალეთ, ადგილი არ მაქვს კარგი ხლხის დასამატებლად!
❤❤❤“ – წერს მუსიკოსი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here