ყველაზე ეროვნული პროექტი, „მხოლოდ ქართულის“ ლაივ კონცერტები რუსთავი 2-ის ეთერში უკვე ორშაბათიდან გავა. თუმცა, მანამდე ჟიურის ერთ-ერთი უცვლელი წევრი, გიორგი უშიკიშვილი თათა სადრაძის გადაცემას, არტ ფმ-ს ესტუმრა. ფოლკროლისტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ წლევანდელი სეზონის ქასთინგებზე მისული კონკურსანტები უფრო მობილიზებულნი იყვნენ ვიდრე ადრე. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ფაქტი ჩვენს ინტევიუში უმკაცრესმა ჟიურის წევრმა, მარინა ბერიძემაც აღნიშნა.