Gem Fest გრანდიოზულ მასშტაბებს იძენს – როდის აიღებს სტარტს ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი?

0
1739

როგორც ვიცით, ანაკლიამ 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით კიდევ ერთ მუსიკალურ ფესტივალს – Gem Fest-ს, უკვე მეორედ უმასპინძლა. ღონისძიების დასრულებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღე გავიდა, ორგანიზატორებმა კი უკვე “GEM FEST 2017“ დააანონსეს. ანონსი მათ ოფიციალურ გვერდზე, რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და მას უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღება, GEM FEST 2017 გაიხსნება 14 ივლისს და დაიხურება 14 აგვისტოს. GEM თვის განმავლობაში 6 სცენაზე 500 ზე მეტი არტისტი დაუკრავს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხუთშაბათს , 25 აგვისტოს , 15:00 საათზე . ერთთვიანი მულტიპასის ღირებულება EARLY BIRD ეტაპზე 100 ლარი იქნება , შეზღუდული რაოდენობის გაყიდვის შემდეგ ფასი 200 ლარი გახდება , ხოლო საბოლოოდ 500 ლარს მიაღწევს.“

ვერ ვიტყვით რომ სიახლემ ყველა გაახარა. ანონსმა ფეისბუქზე დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, მომხმარებლები წლევანდელი ფესტივალის პრობლემების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი თვლიან, რომ მასშტაბების ზრდა, ხარისხის შემცირებას გამოიწვევს და ფესტივალს “ფულის საჭრელ დაზგად“ გადააქცევს.
თუმცა, ცხადია ის ფაქტი, რომ ფესტივალი რამდენიმე დღის ნაცვლად, მთელი თვე გაგრძელდება, უამრავი ადამიანისთვის იყო სიხარულის მიზეზი.

“GEM FEST 2017“ – ის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ დაწვრილებით ინფორმაციას ფესტივალის შესახებ სულ მალე, უფრო ვრცლად მოგვაწვდიან. “ ყველაფერს განვმარტავთ დიდ პრეზენტაციაზე, სადაც სრულად წარმოვადგენთ ფესტივალის კონცეფციას, სტრუქტურას და ყველა დეტალს.“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here