ბიონსეს სიმღერით გაღიზიანებულმა მერაია ქერიმ, ლეპტოპი ფანჯრიდან მოისროლა

0
2986

მერაია ქერი და ბიონსე უდავოდ პოპმუსიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. ორივე მათგანი მუსიკის ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებს, თუმცა, როგორც ჩანს მერაია ქერის სახლში, მხოლოდ ერთი დივას ადგილია და აქ მეორეს არ სწყალობენ.
საქმე იმაშია რომ ცოტახნის წინ, მერაია ქერის ბოიფრენდმა, 47 წლის მილიარდერმა, ჯეიმს პაკერმა, ინტიმური გარემოს შესაქმნელად და საღამოს გასალამაზებლად, ლეპტოპში ბიონსეს სიმღერა “Crazy in Love“ ჩართო. შესაძლოა ეს ხრიკი სხვა ქალებთან ჭრიდა, თუმცა ჯეიმსმა ვერ გაითვალისწინა, რომ ამჯერად სულ სხვა სიტუაციაში იყო. საყვარელი მამაკაცის საქციელმა მერაია ქერი ისე გააცოფა, რომ მან ლეპტოპი აიღო და პირდაპირ ფანჯრიდან მოისროლა, ამის შემდეგ კი გაცხარებული, ყვირილით გავარდა ოთახიდან.

ასერომ ჯეიმსის გეგმები ჩაიშალა და მისთვის საღამო ნაადრევად დასრულდა. ქერიმ კი ალბათ თავის დამშვიდება, ჭიქა ღვინით, უკვე მარტომ სცადა.
მერაია ქერის პატივმოყვარეობის შესახებ ალბათ არაერთხელ გვსმენია. ჯერ კიდევ 2005 წელს, შემსრულებელმა ერთ-ერთ სასტუმროში შესვლის დროს, სანთლები და წითელი ხალიჩა მოითხოვა, იმისათვის, რომ მისი გამოჩენა გრანდიოზული ყოფილიყო.
ნუ დავივიწყებთ 2011 წელსაც, მაშინ ქერიმ მისი სიმღერის, ცოცხალი შესრულების ჩანაწერი მოითხოვა, როდესაც სამყაროს მისი ტყუპები ევლინებოდნენ.
დადიოდა ჭორები იმის შესახებაც, რომ მომღერალმა ერთხელ თვითმფრინავის აბსოლუტურად ყველა ბილეთი იყიდა, რადგანაც ეკონომ კლასით მგზავრობა შესთავაზეს, მას კი არ სურდა “უბრალო მოკვდავებთან“ ერთად ემგზავრა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა გასაკვირია თუ პოპ დივამ საკუთარ სახლში ბიონსეს სიმღერა ვერ აიტანა და ლეპტოპი ფანჯრიდან მოისროლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here