კრისტი ყიფშიძე – წამყვანი ქართველი მოდელი, რომელსაც ასაკი არ ემატება, მიუხედავად იმისა, რომ აი უკვე 20 წელიწადზე მეტია პოდიუმზე გამოდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრისტი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც შესანიშნავად უთავსებს ოჯახსა და კარიერას ერთმანეთს.
1994 წლიდან სამოდელო ბიზნესშია ჩართული და პარალელურად 14 წლის ქალიშვილს, ნატაშკას ზრდის. მის ცხოვრებაში დიდი ხანია მამაკაცი არ გამოჩენილა და, როგორც თვითონ ამბობს, ამ ეტაპზე პირადში არაფერი ხდება. დღეს მოდელი იუბილარია.
www.musicbox.ge კრისტის დაბადების დღის მისალოცად დაუკავშირდა და თან რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო კითხვის პასუხიც გავიგეთ.
– როგორ აღნიშნავ დაბადების დღეს?
– ახლა თბილისში არ ვარ. სტამბოლში ვარ საქმეზე. საღამოს აღვნიშნავ ვიწრო წრეში, ჩემს მეგობრებთან ერთად – მე, ნინო იოსელიანი და დიზაინერი რამაზო რომა.
-რამდენი წელია სამოდელო ბიზნესში და თუ გახსოვს შენი პირველი გამოსვლა პოდიუმზე?
– 21 წელია მოდის ინდუსტრიაში ვმუშაობ. პირველად დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენებაზე გამოვედი. მეგობარმა მიმიყვანა, მაშინ 17 წლის ვიყავი, მაგრამ პოდიუმის შიში არასოდეს მქონია.
კრისტის ბოლო დროს გავრცელებული ჭორის შესახებაც ვკითხეთ…
– გავიგეთ, რომ მკერდი გაიდიდე…
– რა? სად? (იცინის)
– ანუ ტყუილია?
– ჩემთვის კომპლიმენტია – ესეიგი ყველაფერი კარგად მაქვს. არ გამიკეთებია და არც ვაპირებ.
შეგახსენებთ, კრისტის ერთადერთი ქალიშვილი მსახიობ გიორგი ყიფშიძისგან ჰყავს. გაყრის შემდეგ წყვილმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა, ნატაშკა ხშირად ცხოვრობს მამასთან. 30 სექტემბერს კი დედას დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა:
“დედა მიყვარხარ!!!!! საოცრად მიყვარხარ მართლა და მინდა ეხლა ჩემთან იყოო. შენნაირი დედა არავის არ ყავს. შენ ახერხებ შეუძლებელს და არასდროს მიტოვებ საოცნებოდ რამეს. მიყვარხარ იმისთვის რომ მიფასებ ჩემს შრომას. შენ ხარ ნამდვილი მისაბაძი ადამიანი. HAPPY BIRTHDAY!“