თამო ვაშალომიძეს მანქანამ დაარტყა – რა დაზიანება მიიღო მოდელმა

0
82

ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს წუხანდელი ღამე არცთუ კარგად გაახსენდება. ღამის ხუთ საათზე, როდესაც ის პეკინზე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში იყო გადასული და მანქანისკენ ბრუნდებოდა, გადასასვლელზე მოსახვევიდან გამოსულმა ავტომობილმა დაარტყა. შეჯახება არ აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, თამოს მუხლი დაუზიანდა და იმავე მანქანის მძღოლმა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მას ორი ნაკერი დაადეს. თამოს მუხლი აქვს დაზიანებული.

თამო უკვე სახლშია, თუმცა ჯერჯერობით კარგად სიარულს ვერ ახერხებს, შესაბამისად, გარკვეული პერიოდი მკურნალობა მოუწევს. მოდელს გადაღებები ეწყებოდა, თუმცა რასაკვირველია, ჯერჯერობით ამაზე უარს იტყვის.

12084162_895980427151517_1896504034_n