“ფორტუნა +-ის” და “მიუზიკ ბოქსის“ კონკურსის “სიყვარული ერთ კადრში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0
3997

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, შეყვარებულებს ტელეკომპანია “Music box-მა“ და რადიო „ფორტუნა პლიუსმა“ სახალისო კონკურსი შესთავაზა, რომელიც მათი სიყვარულის ისტორიის, ერთ კადრით გადმოცემას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში, საიტზე უამრავი საინტერესო, ორიგინალური და ლამაზი ფოტო განთავსდა. 129 მონაწილის ფოტოებიდან კი რჩეულები გამოვლინდნენ. კონკურსის – „სიყვარული ერთ კადრში“ მთავარი გამარჯვებულის გარდა, პრიზები სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის “ისი პარის”, ტელეკომპანია “მიუზიკ ბოქსისა” და რადიო “ფორტუნა პლიუსის” ფავორიტები გახდნენ. თითოეული გამარჯვებული კი ყვავილების მაღაზია “Flowers.ge-სგან” ულამაზესი თაიგულებით დასაჩუქრდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here