ჟურნალისტები და სუხიშვილები – პროექტ “გამოიცეკვეს” რჩეულები და გამარჯვებული

0
3347

„სუხიშვილები” ის ქართული ფენომენია, რომელზეც ძნელია რამე ახალი დაწერო, გაიგო და დაინახო. ისინი მუდამ სიახლეების ძიებაში არიან. ეს იყო დასი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა გაზეთებმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ ანსამბლად აღიარა და დღემდე ასე გრძელდება. სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერი პროექტი დაიწყო. „გამოიცეკვე“ – ნაციონალური ბალეტის პროექტია, რომელიც მსურველებს ქართული ცეკვის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ მსურველებს შორის კი ქართული მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც პარტნიორობა ცეკვის აკადემიის მოცეკვავეებმა გაუწიეს. მათ სიას, რა თქმა უნდა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ წარმოადგენლებიც შეუერთდნენ, რომელთაც ჩვენი გადამღები ჯგუფი კულისებში ესტუმრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here