ჟურნალი HELLO თავისი 70 წლიანი ისტორიით, რომელმაც ქართულ ბაზარზე ფეხი ერთი წლის წინ შემოაბიჯა, ბევრი მკითხველის გულიც დაიპყრო და დამსახურებული რეიტინგიც მოოიპოვა. ის ხარისხი, ევროპული სტანდარტი, კონცეფცია და სტილი, რაც ჟურნალის მთავარი პრიორიტეტია, მისმა ქართველმა მესვეურებმა ამ ერთი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად კიდევ უფრო გაამყარეს და ქართულ პრესაში მოწინავე ადგილი დაიკავეს. ამ ყველაფრის და ერთი წლის იუბილეს აღსანიშნავად pool party-ზე მიგვიწვიეს.