9.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

„ჩემი ცოლის დაქალებში“ დაკარგული პერსონაჟი ბრუნდება (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-15 სეზონის პირველი სერია ეთერში 8 მარტს გავა. მაყურებელი მოუთმენლად ელოდება, როგორ განვითარდება ქეთისა და ზაზას ამბავი. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონინ იმით დასრულდა, რომ ზაზას პერსონაჟმა გაიგო, რომ მეუღლე ექიმთან ღალატობდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ახლახან ახალი სეზონის პირველი ანონსი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომელიც დაკარგული პერსონაჟი უბრუნდება „ჩემი ცოლის დაქალებს“ – ეს გახლავთ ბაქარის მამა, რომელმაც ნუნუკა მიატოვა და სხვა ქალთან ერთად გაიქცა.

ზაზასა და ქეთის პერსონაჟები კი გურიაში გასვენებაში ერთად მიდიან, სადაც დედამთილი კვლავ ყველაფერს აკონტროლებს და ქეთის და ზაზას კარნახობს, როგორ მოიქცნენ, რომ ხალხმა ვერ შეამჩნიოს მათი დაშორების ამბავი.

როგორც ერთ-ერთი მაყურებელი წერს, „ჩცდ“-ს სეზონის დასაწყისი ქალებისთვის კარგი სარვამარტო საჩუქარია.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები