12.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ზუკა ხუციშვილი 8 მარტს კონცერტს გამართავს

ზუკა ხუციშვილი აქტიურად აგრძელებს შოუბიზნესში მუშაობას. მან, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ბენდი შექმნა და კონცერტების სერიაც გამართა სხვადასხვა კლუბში.

ზუკა ბენდთან ერთად 8 მარტს მორიგ კონცერტს გეგმავს, რომელიც რეტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართება. ქალთა დღის აღსანიშნავად, ზუკა მამის, ცნობილი მომღერლის, გიო ხუციშვილის რეპერტუარიდან მსმენელისთვის ყველაზე საყვარელ სიმღერებს ახალი არანჟირერებების თანხლებით ასრულებს.

ზუკა ხუციშვილის მუსიკალური პროგრამის სახე;წპდენაა „ზღაპარ იყო“. ამ სიმღერაზე ბოლო კლიპი, შეგახსენებთ, გიო ხუციშვილს მეგობრებმა გადაუღეს გამოსამშვიდობებლად…

ზუკასა და ბენდის კონცერტი საღამოს რვა საათზე დაიწყება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები