Catherine Zeta-Jones-ი და Michael Douglas-ი კვლავ ყურადღების ცენტრში არიან

0
20

Catherine Zeta-Jones-ისა და Michael Douglas-ის ოჯახს უბედურება არა და არ მოშორდა – გასულ ვიქენდზე უკანასკნელ გზაზე 70 წლის მსაიხობმა დედა გააცილა, თუმცა, მშობლის გარდაცვალება შეძლებისდაგვარად გადალახა და წითელ ხალიჩაზე ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად მაინც გამოჩნდა – წყვილი შვილების გარემოცვაში მარველის კომიქსის “Ant-Man”-ის ეკრანიზაციას დაესწრო.

ჟურნალსიტების ყურადღების ცენტრში ულამაზესი Catherine Zeta-Jones-ი მოექცა – მსახიობს ულამაზესი, ვერცხლისფერში გადაწყვეტილი, ქვებით გაფორმებული მოკლე კაბა ეცვა და ულამაზეს, გრძელ ფეხებს უკეთებდა დემონსტრაციას.

არანაკლებ კარგ ფორმაში იყო თავად Michael Douglas-ი, რომელმაც სიმსივნის დიაგნოზი უკვე უკან ჩამოიტოვა და მსგავი ტიპის ღონისძიებებს ხშირად ესწრება, არც სიგარაზე ამბობს უარს და ვისკისაც ეტანება. ლეგენდარული მსახიობის, Kirk Douglas-ის არანაკლებ ცნობილი და წარმატებული ვაჟი უკვე 70 წლის გახლავთ, მისი და Catherine Zeta-Jones-ის ოჯახში პრობლემებს უკვე წლებია ფეხი აქვს მოკიდებული. სიმსივნის დამარცხების შემდეგ Catherine-ს ნერვული აშლილობა დაემართა, ის დიდ დროს სარეაბილიტაციო ცენტრში ატარებდა, ამასობაში დაიძაბა ოჯახური ურთიერთობაც თუმცა, ბევრი ჰოლივუდური ოჯახისგან განსხვავევით წყვილმა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლო. ბოლო პერიოდში ასვე ყურადღების ცენტრშია მოქცეული წყვილის ქალიშვილი, Carys-ი, რომლის გარეგნობითაც არაერთი სამოდელო სააგენტოა აღფრთოვანებული, ასე რომ, სულ მალე შეიძლება მის Douglas-ი პოდიუმზეც კი გამოჩნდეს.