Ken Hensley რადიო ფორტუნას გადაცემა Art FM-ს ესტუმრა

0
28

”ცა მეტია, ვიდრე 13“ – ამ სახელწოდებით საქველმოქმედო კონცერტს სპორტის სასახლე 15 ივლისს უმასპინძლებს. 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად სცენაზე ათობით ქართული მუსიკალური კოლექტივი და სოლო შემსრულებელი გამოვა. მათ შორის სახელწოდების ავტორი – დათო ევგენიძე, ნიკა კოჩაროვი, დათო ლომიძე, ჯგუფი Vanilla Cage, Loudspeakers და ა.შ.

ქართველი არტისტების გვერდით კი სპორტს სასახლის სცენაზე ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდის – Uriah Heep-ის ყოფილი წევრი – Ken Hensley გამოვა. მუსიკოსი კონცერტამდე “რადიო ფორტუნას“, თათა სადრაძის გადაცემა Art FM-ში ესტუმრა. Hensley თბილისში უკვე მეოთხედ მართავს კონცერტს. მომღერალი ამბობს, რომ აქ მას ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ხვდებიან და ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვთ მისი შემოქმედება.

როკ მუსიკოსი სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე ბოლოს გამოვა და სამ ცნობილ ნამუშევარს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ საღამო საქველქმოქმედოა და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. “ცა მეტია, ვიდრე 13“ სპორტის სასახლეში 15 ივლისს გველის…
Ken Hensley 1
Ken Hensley 2