ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი დედოფალი ჰყავს

0
29

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი დედოფალი ჰყავს – Olivia Jordan-ი. შტატების ახალ დედოფალს გვირგვინი გასული წლის გამარჯვებულმა, ნევადელმა Nia Sanchez-მა გადასცა. 26 წლის ქერა ლამაზმანის გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან და ჯერჯერობით მისი მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები ისმის.

Olivia Jordan-ი ოკლაჰომადან გახლავთ. გოგონა უკვე წლებია სამოდელო კარიერით არის დაკავებული და უკვე სერიოზული მიღწევებიც აქვს. ჯერ კიდევ 2013 წელს მის მსოფლიოზე სცადა ბედი და ტოპ ოცეულში მოხვდა. ამჯერად კი ამერიკელი ლამაზმანი მის სამყაროზე შეეცდება გამარჯვების მოპოვებას…