ახალი სერიალი, სადაც მთავარ როლებს ნინო კასრაძე და რეზო ჩხიკვიშვილი შეასრულებენ

0
1369

„პირველ არხზე“ ახალი სერიალი იწყება. მისი სახელწოდებაა „სეანსი“ და გახლავთ ანალოგი 2008 წელს გამოსული ცნობილი ამერიკული სერიალისა „ინ თრითმენთ“, რომელიც ფსიქოთერაპევტზე და მისი პაციენტების ამბებზე გვიყვება. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური დრამა „სეანსის“ გმირებს აწუხებთ.

ახალ სერიალში ფსიქოლოგისა და პაციენტების როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართველი მსახიობები შეასრულებენ, მათ შორის ნინო კასრაძე და რეზო ჩხიკვიშვილი არიან. ეს უკანასკნელი გერმანიიდან სწორედ ამ სერიალში მონაწილეობისთვის დაბრუნდა საქართველოში.

„ნოვა პროდაქშენისა“ და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროდუქტს არხის მაყურებელი ნოემბრიდან იხილავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here