“X ფაქტორის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა მიშო სულუხიამ, ჯგუფ “ურსასთან“ ერთად მეგრული სიმღერა “ვაგიორქო მა“ ჩაწერა. ეს არის “რუსთავი 2“-ისა და “ბრავო რეკორდსის“ ერთობლივი პროექტი.
სიმღერაზე ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელიც “რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საკუთარი “ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა. სწორედ ის გახლდათ მიშოს მენტორი.
სიმღერამ და ვიდეორგოლმა “ფეისბუქ“-მომხმარებელს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.
[jwplayer mediaid=”17516”]