მომღერალი თიკა ჯამბურია თათა სადრაძის პოდკასტს „არტ-FM“ სტუმრობდა. თიკამ ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრა, მათ შორის ყოფილ ქმართან, ბექა ხოფერიასთან მეგობრობაზე.
„ჩვენ გავიზარდეთ ისეთ სოციუმში, სადაც ამბობენ, რომ თუ გატკინეს, ბოლომდე უნდა იყო გაბრაზებული. შენი ყოფილი ქმარი შენი მტერია – ეს დამოკიდებულება, პირდაპირ ვიტყვი, ცოტა მეგოიმება.
დრო თუ რომ გადის, შენ ვითარდები, წინ მიდიხარ და წარსულის ისტორიები აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი. როცა მით უმეტეს, შვილი გყავს და გინდა, ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს, ყოფილ ქმართან მტრობა უხერხულია. მართლა 12 წელი გავიდა. ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და მომწონს ჩემი ხედვა – არ მინდა, ცუდად მოვიხსენიო, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო, გადავიტანე და გავუშვი. ალბათ, ცხოვრებაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენ მიხვიდე რაღაც ეტაპამდე. ეს გამოცდა ჩავაბარე. ახლა საღი გონებით ვუყურებ ყველაფერს. ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყოს. მეც ბედნიერი ვიქნები, თუ ნინას მამა იქნება ბედნიერი. თუ მის გვერდით ისეთი ქალბატონი იქნება, ვინც ჩემს ნინას მიიღებს და ეყვარება, ამითაც ბედნიერი ვიქნები…“ – ამბობს თიკა ჯამბურია ყოფილ ქმართან მეგობრობაზე.




