TBILISI OPEN AIR 2023 წელს 23, 24 და 25 ივნისს უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართა.
უცვლელი იყო TBILISI OPEN AIR -ის სლოგანი – „მუსიკა ათავისუფლებს“.
„თავისუფლება, მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, თანასწორუფლებიანობა – ეს ის უმთავრესი იდეები და ღირებულებებია, რომელთა გარშემოც უკვე მე-14 წელია ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით“ – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ფესტივალზე მუსიკალური სივრცეების გარდა, ტრადიციულად, მოწყობილი იყო სხვა მრავალფეროვანი, გასართობი სივრცეები, მათ შორის სამაგიდო ჩოგბურთი, ნარდი, ფრისბი.
TBILISI OPEN AIR 2023 -ში 70-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა.
როგორც „მიუზიკბოქსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სამი დღის განმავლობაში ფესტივალს 81 437 ადამიანი სტუმრობდა.
საინტერესო იყო მესიჯები, რომელსაც გამომსვლელები შეკრებილ საზოგადოებას მიმართავდნენ.
Tbilisi Open Air / AlterVision-ზე გამოსვლისას ქართველი მუსიკოსი თამადა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და კინოცენტრის თანამშრომლებს მხარი დაუჭირა.
„აქამდეც რამდენი ბრძოლა გადაიტანეს… ჩემი ასპროცენტიანი მხარდაჭერა მათ, იმიტომ რომ ცენზაურის დედას შევე…ი“ – აღნიშნა თამადამ.
video: ქართული კინო საფრთხეშია.
ბენდი Lua-ს სოლისტმა, ქეთათო ნერგაძემ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ კინოს:
„დღეს კინოს აქვს სერიოზული პრობლემა. უნდათ, ცენზურა შეიტანონ. უნდათ, კინოში ცენზურა შეიტანონ, რას ამბობთ? მე პირადად და ჩემი ბენდი ვუჭერთ მხარს ქართულ კინოს“.
Tbilisi Open Air 2023-ის მთავარ სცენაზე ჯგუფი SKAZZ-ი კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“მინდა, რომ ქართულ კინოს გადარჩენა ვუსურვო. ახლა ვიღაცები ცდილობენ, რომ მოასხდნენ რაღაც სფეროებს, რაღაც სივრცეებს. გაუმარჯოს ქართულ კინოს”. – თქვა ჯგუფის სოლისტმა.
ფესტივალი დღე პირველი – 23 ივნისი.
ლისის საოცრებათა ქვეყანაში Tbilisi Open Air-ის კარი 15:00 საათზე გაიღო.
ფესტივალის მთავარ სცენაზე ქართველშ ემსრულებლებს უცხოელი მუსიკოსები ცვლიდნენ.
დღე მეორე – 24 ივნისი:
ფოტო: რეზი ყენია
დღე მესამე – 25 ივნისი.
ფოტო: დათო შალიკაშვილი
საღამო მთავარ სცენაზე Moderat-ის გამოსვლამ დააგვირგვინა.
ფესტივალი 2024 წლამდე დაგვემშვიდობა.
Tbilisi Open Air-ის ისტორია 2009 წელს დაიწყო. ფესტივალის შექმნის იდეა უცნაურად დაიბადა. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს პროტესტის გრძნობამ გადააწყვეტინა, რომ რაღაც ახალი და დიდი დაეწყოთ. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოში ახალი მუსიკალური ტალღა დაიწყო.
ადამიანები აქტიურად ქმნიდნენ ჯგუფებს, წერდნენ სიმღერებს, გამოდიოდნენ ქუჩაში და გამვლელებისთვის მღეროდნენ. მაშინ არ არსებობდა სცენა, სადაც მათ მოხვედრის შანსი ექნებოდათ.
მოგვიანებით, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, კარგად გამოჩნდა, თუ რაოდენ ნიჭიერი შემსრულებლების დაკარგვის წინაშე იყო ქართული მუსიკალური სამყარო.