ცეცხლოვანი, მომხიბვლელი, ქარიზმატული, ვნებიანი და სექსუალური – ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც შეიძლება მოცეკვავე სალომე ჭაჭუა შეაფასო. მისი ქართულ ტელე-სივრცეში გამოჩენა, ერთგვარი ფურორი გახლდათ. სალომე დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და შეუძლია ათასობით მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს. სწორედ მისმა უნივერსალურობამ განაპირობა, რომ ის დიზაინერ ლაშა ჯოხაძის მუზა გამხდარიყო. მათი მეგობრობა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” იწყება.