„ხშირად უთხარით ერთმანეთს – მიყვარხარ! იმხელა ენერგეტიკა აქვს ამ სიტყვას და ის, რომ ამბობენ ხოლმე ფასი ეკარგებაო… ფასი ეკარგება ადამიანს“, – ამის შესახებ მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლემ ხათუნა ფეიქრიშვილმა გადაცემაში „პრაიმშოუ“ განაცხადა.
„ადამიანს ვუყურებდი, იმდენად იყო ჩაკეტილი, რომ ჰაბიტუსზე და თვალებზე ეწერა, რომ გიჟდებოდა და ყელში ჰქონდა მიყვარხარ გაჩხერილი“, – ამბობს ხათუნა მეუღლეზე.
მალხაზ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მათი ყოველი დილა სიტყვა „მიყვარხარ“-ით იწყება და „თუ ამას არ იტყვის, შეიძლება ცოლმა დაახრჩოს“.