დიზაინერი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ სთორებში ხელშეხვეულ ფოტოებს აზიარებს.
ის წერს, რომ წვიმიან ამინდში ფეხი აუსრიალდა და მარცხენა ბეჭზე მთელი ტანით დაეცა:
„ხელზე ბევრი მწერთ, ვარჯიშზე მივდიოდი, წვიმიანი დილა იყო, ენერგიულად მივაბიჯებდი, ვინც იცით ჩემი სიარული, ადვილად წარმოიდგენთ ნაბიჯების სიდიდეს, ამიტომ როგორც კი დაღმართზე დავეშვი, ბოტასმა ვერ გაუძლო და ავსრიალდი, მემარცხენე ვარ და მთლიანი ტანით მარცხენა ბეჭზე დავეცი, რამდენიმე წამი დავყოვნდი, წვიმიან ცას ვუყურებდი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაინც ვივარჯიშე, ის დღე აქტიურად გავაგრძელე, არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო. ახლა ცოტა შემეცვალა რეჟიმი. ვცდილობ, ჩემი ზარმაცი მარჯვენა ხელი ცოტა მაინც გამოვაფხიზლო. 4 კვირა ასე ვიქნები…“