„შენი დილის” ეთერის სტუმარი ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია იყო.
ლუკამ ბავშვობის გემოებზე, მოგონებებზე ისაუბრა. გაიხსენა, როგორ ოცნებობდა კოსმონავტობაზე, როგორ მოსწონს ცოლის მომზადებული კერძები.
„შვილს ველოდები, ახლა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს ჩემს გონებაში”, – ამბობს ლუკა ნაჭყებია.
ცნობისთვის, ლუკა შარშან დაქორწინდა. მას მერე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს მეუღლესთან – ანუკა ჯორბენაძესთან ერთად.