„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სტუმარი მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე იყო.
სტეფანემ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გამკლავების გზებზე ისაუბრა:
„90-იანების თაობა, ბევრი რამ რომ არ გვქონდა ცხოვრებაში ნანახი, აქტიურად ვიყავით ჩართულები „ქლაბინგში“ – ძალიან ხშირად დავდიოდი კლუბებში. ფაქტობრივად, სიკვდილსაც ვყოფილვარ გადარჩენილი თბილისშიც, ევროპაშიც, განსაკუთრებით ბერლინში, წარმოუდგენელი ზედოზირებებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
ალბათ, ყველაფერს თავისი პერიოდი აქვს, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ.
ვფიქრობ, ცხოვრებაში პრაქტიკა ძალიან ბევრს შვრება და შეიძლება, როცა გამოცდილი არ ხარ, უამრავი სისულელე გააკეთო, მაგრამ შემხვედრია დაბადებიდან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც კისერი არ წაუტეხავთ და ნებისმიერ გამოწვევას გამკლავებიან“, – აღნიშნა სტეფანემ დავით გორგილაძის გადაცემაში.