„სურვილები ხდება.. ახლიდან ვიბადები“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს

0
32088

16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს.

ქართველი მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს…

ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, და მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ვარსკვლავებთან როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ Cheryl Porter Vocal Coach-ი“, – წერს ზაზარაშვილი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here